„ამით ყველა დაზიანდება. არავინ იქნება გამარჯვებული და საქმე გაფუჭდება. მეკითხებიან ჩემი პოზიციის შესახებ საპატრიარქოსთან აქციის…“- სოსო მანჯავიძე

-„მეკითხებიან ჩემი პოზიციის შესახებ საპატრიარქოსთან აქციისა და შემდგომი აზრთა სხვადასხვაობის შესახებ.
ჩემი აზრია, რომ ამ ისტორიაზე შეწყდეს დისკუსია და შეხლა-შემოხლა.
ჩვენ ყველანი ვდგავართ უმძიმესი განსაცდელის წინაშე და ახლა ერთმანეთში საქმის გარჩევის დრო ნამდვილად არ არის.
რაც მოხდა, მოხდა და გამოუსწორებელი და უპატიებელი არაფერია.
ნუ შევყვებით დავას. ამით ყველა დაზიანდება. არავინ იქნება გამარჯვებული და საქმე გაფუჭდება.
წინ ვიყუროთ და ვიმოქმედოთ“, – წერს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე.
კომენტარები