ამინდი გაუარესდება – მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურების საშიშროება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:

საქართველოში, 5 აპრილიდან ამინდი გაუარესდება.  5 აპრილს დღის ბოლოდან 6 აპრილის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

შესაძლებელია, ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნების საშიშროებაა, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირებაა მოსალოდნელი, შესაძლებელია მეწყრული პროცესების ჩასახვაგააქტიურება“.

კომენტარები