ამირან გამყრელიძე: „შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს, დიდი ალბათობით, ამ კვირაში ან კვირის ბოლოს დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები“

-„შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს, დიდი ალბათობით, ამ კვირაში ან კვირის ბოლოს დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა ეს ზრდა იყოს მინიმალური“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1130 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 81 პაციენტი რჩება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან 16 მარტს გაეწერა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული.

ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა, სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით

გადავადდა.

 სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვის მიზეზი კორონავირუსის

გავრცელების პრევენციული ღონისძიებებია.

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება, როგორც თბილისს, ისე რეგიონებსა და

საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებს ეხება.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კრონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს  ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის

საფრთხე რეალური გახდა.

კომენტარები