„ამ ვირუსით ადამიანი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს“ – რეინფიცირების რამდენი შემთხვევაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა:

-„დღეისთვის კვლევაში რეინფიცირებაზე საეჭვო 140-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული, 16 შემთხვევაში კვლევა დასრულებულია, სამი შედეგი გვაქვს მიღებული, როდესაც ეს ნამდვილად რეინფექციაა. რეინფექციად განისაზღვრება ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანის ჭეშმარიტი ინფიცირება ხდება 2-ჯერ, თანმიმდევრულად ისე, რომ ერთხელ სრულად გამოჯანმრთელდება და შემდეგ  მეორეჯერ ხდება ადამიანის ინფიცირება.

როგორც ჩანს, ამ ვირუსის მიმართ ვარაუდი, რომ რეინფიცირების შემთხვევები ცოტა, ან არ იქნებოდა, მცდარი აღმოჩნდა.  ამ ვირუსით ადამიანი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს“.

კომენტარები