ამ ხატს ევედრებიან ჩაგრულნი, ბეჩავნი, წამებულნი; შეტევებით, ხელების სისუსტით, ყელის სნეულებით ტანჯულნი და ტუბერკულოზით დაავადებულნი

გილოცავთ! 6 ნოემბერს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ დღესასწაულია

ამ ხატს ევედრებიან ჩაგრულნი, ბეჩავნი, წამებულნი; შეტევებით, ხელების სისუსტით, ყელის სნეულებით ტანჯულნი და ტუბერკულოზით დაავადებულნი

ხატი მოსკოვის ფერისცვალების ტაძარში იმყოფება, მასზედ არის წარწერა: „შიშველთა სამოსელი, სნეულთა მკურნალი“.

ამ ხატმა XVII ს-ში რუსეთის პატრიარქის და – ეფემია განკურნა, რომელიც გაურკვეველი სნეულებით იტანჯებოდა.

ტროპარი, ხმა 8

ყოვლადწმიდასა ქალწულსა ღუთისმშობელსა მარადის აღმომდინარესა წყაროსა გულმოწყალებისასა მიველტვით კაცნი ყოველნი, მღუდელნი და მონაზონნი, დედანი და მამანი, პირმშონი, სნეულნი და კურნებულნი, სინანულითა მგალობელნი და ლმობიერად მხმობელნი: დედუფალო, შეწევნაჲ შენი ცოდუილთა მონათა ამათ შენთა ზედა გარდამომივლინე, ვითარცა სახიერი დიდებაჲ შენი, მარადის ისწრაფე შეწყალებად ჩუენდა, ითხოე განწმედაჲ სულთა და ხორცთა ჩუენთა, ცხორებისა წყაროჲსა ჩუენისა – ღუთისაგან, რომელიცა შევ, მხოლოო კურთხეულო!

ლოცვა 1

უსასოთა სასოო, უძლურთა ძალო, ნავთსაყუდელო აღძვრასა შინა ჭირვეულთაო, მეოხო ჩაგრულთაო, პურო მანანაჲსაო, მწყურვალთა დამარწყლულებელო, ნექტარო წყურიელთათვის ზეციურისა განსვენებისაო, დედაო უფროსადსკურთხეულისა ღმრთისაო, მხოლოჲსა შენდა მოვილტვით ყოველთა სულითა, მოვუდრეკთ მუხლთა ჩუენთა საფარველსა შენსა, დედუფალო. ნუ უგულებელსჰყოფ ცრემლთა და გოდებათა ჩუენთა, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელო! დაღაცათუ შიშითა აღამავსებს მე უღირსებაჲ ესე ჩემი და უბადრუკებაჲ ცოდუათა ამათ ჩემთა, არამედ მარწმუნებს მე აღმადგინებელი ხატი ესე, რომელსა ზედა არს ძალი და მადლი შენი. ვითარცა ზღუაჲ დაულევნელი, ვხედევდ ვითარმედ, ბრმანი ხედვენ, მკელობელნი ვლენან, მწირთა დაიფარავ საფარველითა შენითა, შესვენებულთა დედაო და ყოველთათვის ვედრებათა უხუებათა აღმასრულებელო. მათისა შეწყნარებისა სახისა მხილველი, შენდა შევრდომილ ვარ მე, დაბრმობილი ესე თუალითა სულიერითა და მკელობელი სულისა საგრძნობელითა. აღიღე ყოველი მწუხარებაჲ ჩემი, აღიღე ყოველი ჭირი ჩემი; ნუ უგულებელსჰყოფ ვედრებასა ჩემსა, ჰოი, კეთილისამომღებელო! ნუ მომიძაგებ მე ცოდუილსა, ნუ უგულებელსმყოფ მე შემწკივლებულსა. ვუწყი, ვითარმედ ყოველივე ძალგიძს, რაჲცა გენებოს, ჰოი, სახიერო სასოო ჩემო ძუძუჲთგან დედისა ჩემისათა, შენდა შევრდომილ ვარ წიაღითგან დედისა ჩემისა, შენდამი დატევებულ ვარ, ნუსადა დამიტევებ მე, ნუმცა გარემიიქცევი ჩემგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

კომენტარები