ყველაზე შთამბეჭდავი სასაფლაო – აქ საფლავებს შორის ვერ გაივლი – აქ შენს წინაპრებს უნდა დააბიჯო და ისე გაიარო… აქ უემოციოდ ვერ გაივლი – აქ შენი სხეულის თითოეული წერტილი გრძნობს ყველა იმ ტკივილსა და დარდს, თუ რა განიცადეს, რას გაუძლეს, ვის გაუძლეს და კიდე რას და ვის უძლებენ აქაური ქართველები. აქ საქართველოს რამდენიმესაუკუნოვანი უმძიმესი ისტორიაა.
„თხილიანის” ძველი სამაროვანი, აზერბაიჯანი, კახის რაიონი, კაკისთავი, ჰერეთი… რამდენიმე საფლავის ქვაზე გვხვდება არაბული ეპიტაფიის სტრიქონებს შორის ქართული ანბანით მიწერილი გვარ-სახელები, ეს ქართული წარწერები ისეა დაწერილი რომ უცხოს ვერ შესძლებოდა მიცვალებულის ქრისტიანობის (ქართველობის) ამოცნობა.
კომენტარები