„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის პირადად, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, რადგან ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის“-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი:

– „მინდა, ერთი რამ გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონისა და სამართლის აღსრულებას, ვერავინ აღუდგება წინ. რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს. ჩვენთან არის უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, შესაბამისად, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის პირადად, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, რადგან ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის. სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი“.

კომენტარები