„არავითარი „ოფშორული“ კომპანია – ამის არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება მას შემდეგ, რაც მე მინისტრად მოვედი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

-„ჩემი მინისტრად დანიშვნის დღიდან, ყველა ისეთი შესყიდვა, რომელიც შეეხებოდა შეიარაღებას, პირდაპირ გადავიტანე მომწოდებლებზე, არავითარი შუამავალი, არავითარი „ოფშორული“ კომპანია – ამის არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება მას შემდეგ, რაც მე მინისტრად მოვედი.

ყველა შუამავალი კომპანიისთვის, სამინისტროს კარი დაკეტილია. ჩვენ პირდაპირ მომწოდებლებზე ვმუშაობთ. ასე მოხდა აშშ-ის შემთხვევაშიც.

მადლობა ამერიკას, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოს. 30 მილიონი დოლარი, რომელიც წლების განმავლობაში, 2007 წლიდან მოყოლებული, ამერიკაში ინახებოდა და სამწუხაროდ, არც წინამორბედებმა, ეს ფული არ გამოიყენეს და ჩვენ გამოვიყენეთ შეიარაღების შესასყიდად. ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური საწვრთნელი ბაზა, რომელშიც 22 მილიონი დოლარი იხარჯება ამერიკის მთავრობის მიერ. აქედან 7 მილიონი დოლარი ჩვენი თანამონაწილეობაა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები