არჩილ თალაკვაძე: „ყველა ღონისძიება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, პარტნიორებთან შეთანხმებით გაიმართება“

-„ყველა ღონისძიება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, პარტნიორებთან შეთანხმებით გაიმართება.

არც ერთი ღონისძიება არ ჩატარება საქართველოს ეროვნული ინტერსების ხარჯზე და საქართველოს კანონმდებლობის უგულებელყოფით.

საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელშიც ევროპის საბჭოს წევრი ყველა ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს.

მინდა, ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ იცოდეს – ვერ მოხდება ვერც ერთი გადაწყვეტილების მიღება და ვერც ერთი ღონისძების ჩატარება საქართველოს ეროვნული ინტერსების ხარჯზე და საქართველოს კანონმდებლობის უგულებელყოფით. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით. ჩვენ ვალდებულებებს შევასრულებთ ისე, რომ არანაირი კომპრომისი და დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს“ ,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში მაისში გაიმართება.

კომენტარები