„არ ვაღიარებთ სხვა მეუფეს, ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას გარდა – მიტროპოლიტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებები არის სიცურე“- ჭყონდიდის ეპარქიასთან და საპატრიარქოსთან დაპირისპირებაში მყოფი სასულიერო პირები

სასულიერო პირებმა, რომლებიც დაპირისპირებაში არიან ჭყონდიდის ეპარქიასთან და საპატრიარქოსთან, საპასუხო განცხადება გააკეთეს:

-„არ ვაღიარებთ სხვა მეუფეს, ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას გარდა. ვითხოვთ, ჩატარდეს სპეციალური საეკლესიო კრება, სადაც განხილული იქნება ყველა ის პრობლემა რაც არსებობს ეპარქიაში.

მეუფე სტეფანემ დაამტკიცოს ის მძიმე ბრალდება, რაც წაუყენა ყოფილ მეუფე პეტრე ცაავას (ბალდის მამათა მონასტერში მომხდარი დაპირისპირება). მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა, რომ პეტრე ცაავამ დაარღვია ეკლესიის კანონი, მიტროპოლიტს იმ პერიოდში ეყოლა შვილი, რომელიც გახიზნულია გერმანიაში. სწორედ ამ განცხადებაშია ცილისმწამებლური და დანაშაულებრივი ბრალდებები.

მიტროპოლიტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებები არის სიცურე, ჭყონდიდის ეპარქია გაშენდა და განვითარდა ეპარქიის ყოფილი მეუფის პეტრე ცაავას ძალისხმევით და არა ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას მიერ“.

რამდენიმე კვირის წინ, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხის ბრალდებით,15 -მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვა.

ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

კომენტარები