“არ იყო სწორი ის, საუკეთესო მრავალწლიანი ხეები საქართველოს ყველა კუთხიდან რომ მოთხარა და გადააადგილა, ისე, თითქოს ამ ადგილებს არ ამშვენებდნენ ისინი და საჭიროც არ იყვნენ გარემოსა და ბუნებისათვის”-ინგა გრიგოლავა:

ინგა გრიგოლავა სოციალურ ქსელში წერს-

“არ იყო სწორი ის, საუკეთესო მრავალწლიანი ხეები საქართველოს ყველა კუთხიდან რომ მოთხარა და გადააადგილა, ისე, თითქოს ამ ადგილებს არ ამშვენებდნენ ისინი და საჭიროც არ იყვნენ გარემოსა და ბუნებისათვის. ჩემი ნაცნობის ეზოდანაც უყიდია ერთი ულამაზესი მაგნოლიის ხე, ფანტასტიური, გარემოს მშვენება, თუ არ ვცდები 5000 ლარად. ახლა ის ადგილი ნაბომბარს გავს, ამ დროს, წალკოტი იყო ერთ დროს. გაჭირვება ქონდა იმ ოჯას და ქნა. ესეც მესმის.

მაგრამ არ წავალ და არ ვნახავ და ქოცებისაა ეს პარკი და მაგდაგვარები არის სასაცილო რამ. პარკი თვისთვად ღირებულებაა, ნეტა, უთვალავი იყოს ეგეთი ადგილები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

შედეგი არის მშვენიერი. კარგი საქმეა.”-წერს გრიგოლავა

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები