„არ უსმენენ მეცნიერებას, არ დაუგდეს ყური მედიცინას, რელიგიები ცდილობენ, „აჯობონ” პანდემიას“ – ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

-„ჩემთვის ქრისტიანობა არის დევნილის, მიუსაფარის, გარიყულის, მიუღებლის გვერდში დგომა, თორემ, ყველას რომ უყვარს, ყველასთვის რომ მისაღებია, ყველასთვის, რომ საყვარელია, იმის გვერდით ყველას რომ უხარია ყოფნა, იმის მიღება არაფერი დიდი ბედენა არ არის და ქრისტეც ზუსტად ასეთ რამეს აკეთებდა. ვფიქრობ, ეს არის ქრისტიანობა და არა მორალისტობა.

ეს ხომ პირველი პანდემია არ არის ცივილიზაციის ისტორიაში, ყველა ჯერზე რელიგიები ცდილობენ, -“აჯობონ” პანდემიას, ამ თავისი ჭიდილით, რაღაცნაირად, ყველა ჯერზე იქცნენ პანდემიის კერებად, აფეთქების კერებად, იმიტომ, რომ არ უსმენენ მეცნიერებას, არ დაუგდეს ყური მედიცინას”, – განაცხადა  ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მღვდელმსახურმა, რუსუდან გოცირიძემ “ბიზნეს ფიდ-თან” ინტერვიუში.

 

კომენტარები