ასტრონომიით გატაცებული ქაიან ბელქანიას სწავლას ხელისუფლება დააფინანსებს

– 9 წლის ქაიან ბელქანიას წალენჯიხის მერია განათლების მიღებაში ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

„ბავშვის ოჯახი სოციალურად დაუცველია. წალენჯიხის რესურსცენტრმა ბავშვის ნიჭიერების შესახებ განათლების სამინისტროს მისწერა წერილი. ველოდებით პასუხს. ჩვენი მხრიდან დავაფინანსებთ მისთვის კარგი განათლების მიღებას“, – გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ.

წალენჯიხის მცხოვრებმა ქაიან ბელქანიამ, რომელიც ასტონომიით არის გატაცებული, „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ასტრონომიაზე წიგნები არ აქვს, არც ტელესკოპი უნახავს, თუმცა ბიბლიოთეკაში დადის „ლურჯი ენციკლოპედიის” წასაკითხად.
წყარო: “ლაივპრესი”

კომენტარები