ახალი თანამგზავრი “Glonass-m“ უკვე ექსპლუატაციაშია

თანამგზავრმა “Glonass-m“-მა, რომელიც მაისის ბოლოს ორბიტაზე გაუშვეს, უკვე მუშაობა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია 22 ივნისს, ნავიგაციური მომსახურების ინფორმაციულ-ანალიტიკურმა ცენტრმა გაავრცელა.
თანამგზავრ “Glonass-m“-ის სისტემური ნომერი 758-ია. მან კოსმოსური აპარატი, სისტემური ნომრით – 723, რომელიც 2007 წელს გაუშვეს, შეცვალა.
ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.

კომენტარები