ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული ახალი წინადადება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

უფრო კონკრეტულად, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული ახალი წინადადება ასეთია:

„2021 წლის 16 აპრილს, „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს“, – ნათქვამია მედიატორ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას დღეს გადაეცა.

 

წყარო: “interpressnews.ge”.

კომენტარები