ბარსელონაში ყველა ტაქსი შავ-ყვითელი ფერისაა
ბარსელონაში ყველა ტაქსი შავ-ყვითელი ფერისაა, – ლამის მთელი საუკუნეა.
1926 წლის 7 ივლისს ბარსელონაში პირველად გამოჩნდა ტრამვაი და იმავე დღეს უცნობ მამაკაცს დაეჯახა. გამვლელი ავტომობილისტები და მეეტლეები არ გაჩერდნენ დაშვებულის დასახმარებლად. ის ღატაკი იყო და საფასურს ვერ გადაიხდიდა.
ის უდიდესი არქიტექტორი ანტონიო გაუდი გახლდათ.სამუშაო სამოსი ეცვა და ამიტომაც ეგონათ ღატაკად. ადგილობრივმა წესრიგის დამცველებმა წაიყვანეს ღარიბთა საავადმყოფოში.
მთელი ქალაქი ეძებდა ანტონიო გაუდის. არავის მოსვლია აზრად, ღარიბთა საავადმყოფოში მოეძებნათ. იქ იგი გარდაიცვალა.
საგრადა ფამილიას ტაძრის კაპელანის დამსახურებით, ამოიცნეს დიდი ხელოვანის ცხედარი.
სწორედ მაშინ დაუწესა ბარსელონის მერიამ მეეტლეებსა და ტაქსისტებს, „ამიერიდან უკუნითი უკუნისამდე“ ეტარებინათ გლოვისა და სირცხვილის ფერები – შავი და ყვითელი. სწორედ იმ დღიდან არის ყველა ტაქსი ქალაქში შავ-ყვითელი.
არქიტექტორი საგრადა ფამილიას ტაძრის ტერიტორიაზეა დაკრძალული. მის მშენებლობასაც თავისი სიცოცხლის 40 წელი მიუძღვნა.
გაუდიმ, ფაქტობრივად, ახალი ქალაქი შექმნა ბარსელონისგან. ქალაქი, რომელსაც დღეს უამრავი ტურისტი სტუმრობს, რომელსაც გაუდის სახლს ეძახიან.