„ბატონი ბიძინა ივანიშვილიც ჩვეულებრივი ადამიანია, ის პასუხს ვერ აგებს ყველა ადამიანზე, ვინც მან დანიშნა“-დავით თორდია

-„ყველა მოღალატეს ანგარება ამოძრავებს და უცხოა მათთვის ერთგულება. ბიძინა ივანიშვილიც ჩვეულებრივი ადამიანია, ის პასუხს ვერ აგებს ყველა ადამიანზე, ვინც მან დანიშნა, განა ბიძინას უნდოდა, რომ მისთვის ვინმეს ეღალატა? ქართულმა ოცნებამ ბევრი შეცდომები სწორედ ამ მოღალატეების გამო დაუშვა, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს და პარტია „ქართულ ოცნებას“ ანგარების გამო ზურგი აქციეს, მათ ზურგი აქციეს საკუთარ ქვეყანას.

ყველას რომ თავისი საქმე კარგად ეკეთებინა, ქვეყანაც გაცილებით წინ წავიდოდა, მაგრამ ზოგიერთები ფულის გამო ოპონენტებს გაურიგდნენ განა ბიძინას ხალხის კეთილდღეობა არ უნდა? მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება მარტივად, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, აქ იმ კადრებზეა საუბარი, სადაც შესაძლოა 60%-ს მოღალატე სული ჰქონდეს და მათი მართვა ძალიან რთულია, ვერანაირი მენეჯერი ვერ შეძლებს მოღალატე და ანგარებიანი ადამიანების მართვას ბატონ ბიძინა ივანიშვილს გაუმართლა იმაში, რომ ჰყავს ერთგული კადრები, რომლებიც ბოლომდე ერთგულები იქნებიან ქვეყნისადმი: ირაკლი ღარიბაშვილის, ვახტანგ გომელაურის, კახი კალაძის, დიტო სამხარაძის, ირაკლი კობახიძის, გრიგოლ ლილუაშვილის სახით და კიდევ ბევრნი არიან, ვინც რეალურად წარმოადგენენ სახელმწიფოს, ვინც რეალურად ებრძვიან ქვეყნის მტრებს და უზრუნველყოფენ ქვეყნის სტაბილურობას და წინსვლას ამა თუ იმ სფეროში.

ყველა ერთგულს და ნამდვილ პატრიოტ ადამიანს მადლობას ვუხდი, რომ წარმოადგენთ ქვეყანას და არ ცვლით ფულზე საკუთარ ინტერესებს, გაქვთ საკუთარი აზრი და ფულზე არ იყიდებით დიახ, შესაძლოა ნაწყენიც ხართ რაღაცეებზე, მაგრამ თქვენ მაინც არ იცვლით პოზიციას და მხარს უჭერთ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, რადგან თქვენ შინაგანად აცნობიერებთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის აგრესიული ძალა და ნებისმიერი პარტია, რომელიც მათთან ასოცირდება ან თანამშრომლობს – არ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში“  –  წერსქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ლიდერი 41-ისადმინისტრატორი, ბლოგერი დავით თორდია.

კომენტარები