ბაჩანა ლობჟანიძე და თამარ  ბაჩალიაშვილი – თამართან დაკავშირებული რა პოსტები გამოაქვეყნა

ბაჩანა ლობჟანიძე თამარ  ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან დღემდე ფეისბუქზე ძალიან აქტიურობდა, თამართან დაკავშირებულ შემდეგი სახის პოსტებს აზიარებდა.

Dea Kapanadze-ს ფოტო.
Dea Kapanadze-ს ფოტო.
Dea Kapanadze-ს ფოტო.
Dea Kapanadze-ს ფოტო.

მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია,  – ბაჩანა ლობჟანიძეს,  თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარია, საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.

 ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განცხადა, რომ ლობჟანიძე მას ბაჩალიაშვილის ოჯახმა გააცნო და ექსპერტიზის ბიუროში მასთან ერთად იმყოფებოდა.

ოჯახი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.  სამინისტრომ, 4 აგვისტოს, მზადყოფნა გამოთქვა,  პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ. 

-„ახლა გავიგე, აქ იყო ვიღაც ბიჭი მოსული დაკრძალვაზე, შვილის გარდაცვალების შემდგომ შევიტყე, ჰყავდა მეგობარი ბიჭი, სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა.

ვეუბნებოდი, – დედიკო, ისეთი ასაკი გაქვს, მინდა, უკვე შვილიშვილები-თქო. მპასუხობდა, – ხომ იცი, რამხელა ამბიციები მაქვს, მწვერვალებს სანამ არ დავიპყრობ, მანამდე არ ვაპირებ ოჯახის შექმნასო.

შემოთავაზება მაქვს ამაზონიდან, ისინი მთხოვენ,  მაგისტრატურა გავიარო ევროპაშიო…

მოვიდა ის ბიჭი, მოგვისამძიმრა ჩვეულებრივად. მერე გვითხრეს, რომ  ეს ბიჭი თამუნასთან ახლოს იყო.

-„ეს პიროვნება უკვე გამოკითხულია. რაც მე ვიცი, – მაგ ბიჭმა განაცხადა, ბოლოს, თამუნა ძალიან გადაღლილი იყო, გამიმხილა, აღარ მსურს ეს სამსახური, მინდა რომ წამოვიდეო.

19 ივნისს თამუნას დაბადების დღე ჰქონდა, –  თქვა, ერთად გავატარეთ რამდენიმე საათიო“, – განაცხადა ბაჩალიაშვილის ბიძამ.

თეონა თამაზაშვილი, “ღამის მთავარში” ამბობს, რომ ამ პიროვნებამ – ბაჩანამ, ოჯახის მოთხოვნა- გამოძიებაში FBI-ს ჩართვაზე, გააპროტესტა. ბაჩო აშშ-ს საელჩოსთან აქციის გამართვის წინააღმდეგიც იყო.

-„როცა უკვე გადავწყვიტე საელჩოსთან აქციამ, მომწერა, – რას შვები, როგორა ხარ, რას აპირებო. რომ ვახსენე ამერიკის საელჩოსთან აქცია, – FBI-ი რად გინდა, რას გაარკვევსო…ვუთხარი, მოგზავნილი ხომ არა ხარ-თქო, აქეთ მმომწერა, –  იქნებ შენ ხარ მოგზავნილიო…მგონი შემოგზავნილი და შემოგდებული ვიღაცაა​. სწორედ ამის შემდეგ წამშალა სოციალური ქსელიდან  ვინმე ბაჩანამ.

გასვენების შემდეგ ბაჩანამ “მესენჯერის” საშუალებით  თამართან ერთად, 19 ივნისს გადაღებული ფოტოები გამომიგზავნა, მწერდა,  რომ  თამარის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს“, –  განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი მაშველებმა თეთრიწყაროს ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.

დაკარგული 23 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში  ვერტმფრენები და მყვინთავები იყვნენ ჩართული. ამას წინ უძღოდა დაკარგული გოგოს ოჯახისა და ახლობლების საპროტესტო აქცია.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

კომენტარები