„ბევრ ფერმერს ჩემი პირადი ტელეფონის ნომერი აქვს და მათი ყოველდღიური პრობლემები“ – ლევან დავითაშვილი

-„ბევრ ფერმერს ჩემი პირადი ტელეფონის ნომერი აქვს და მათი ყოველდღიური პრობლემები ჩემთვის ცნობილია.ყველაზე ქმედითი და შედეგიანი იქნება ისეთი პროგრამები და პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც კომუნიკაციის შედეგადაა შეჯერებული.

ცალსახაა, ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს ფერმერებთან. ამისთვის არის პრემიერის ვიზიტები რეგიონებში, მასთან ერთად ფერმერების შეხვედრებს მეც ვესწრები. სამინისტრო რეგულარულ რეჟიმშია წარმოდგენილი ჩემი მოადგილეების სახით, ყოველდღეა რეგიონებში ჩვენი ვიზიტი.

სამწუხაროდ, ყველაფერს ვერ გავითვალისწინებთ, –  თანხა, რომელსაც ვარიგებთ, ან გადაწყვეტილებას, რომელსაც ვიღებთ, დიდწილად დაფინანსებულია გადასახადების გადამხდელების თანხებით და აქ მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ყველა სურვილის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი აზრის ასახვა ჩვენს მომდევნო პოლიტიკაში რა თქმა უნდა იქნება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ღია ეთერში“ .

 

კომენტარები