ბეირუთის პორტში ხანძარი – ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საბურავებისა და ზეთების საწყობში გაჩნდა. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ხანძრის ქრობის პროცესში სამხედრო ვერტმფრენები, მეხანძრეები და სამოქალაქო თავდაცვის ძალები მონაწილეობენ.

-„ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია“, – აცხადებენ პორტის ადმინისტრაციაში.

4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მომხდარ ძლიერ აფეთქებას 190 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად განადგურდა 50 ათასამდე სახლი, თავშესაფრის გარეშე დარჩა 300 ათასზე მეტი ადამიანი. დაზიანებულია ცხრა საავადმყოფო და 178 სკოლა. მინისტრთა საბჭოს ინფორმაციით, ქალაქის რეკონსტრუქციისთვის 15 მილიარდი დოლარია საჭირო.

კომენტარები