ბელარუსმა ამერიკული ნავთობის მიღება დაიწყო

ბელარუსმა ამერიკული ნავთობის მიღება დაიწყო. ამერიკული ნავთობის მიღება მომარაგების წყაროების დივერსიფიცირების სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს.

ამ ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აშშ-დან ნავთობის მიღების შესახებ შეთანხმებას მხარეებმა მიმდინარე წლის თებერვალში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრაზე მიაღწიეს.

მანამდე რუსეთი და ბელარუსი 2020 წელს რუსული ნავთობის შეღავათიანი ფასებით შესყიდვაზე ვერ შეთანხმდნენ. 2019 წელს ბელარუსი რუსულ ნავთობს მსოფლიო ფასებთან შედარებით 20%-ით იაფად ყიდულობდა. 2020 წლის იანვრიდან  მიწოდება შეწყდა. შემდეგ ლუკაშენკომ მთავრობას რუსული ნავთობის ალტერნატივის მოძებნა დაავალა.

კომენტარები