ბერლინში მინი-ფეხბურთის ტურნირი იწყება

ბერლინში ვეტერან ფეხბურთელთა ტრადიციული ტურნირი იწყება. მინი ფეხბურთში საუკეთესოს ტიტულისთვის სულ რვა კლუბი იბრძოლებს.

მასტრესში თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ვარსკვლავები მონაწილეობენ, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ბერლინის „ჰერტაში“ იასპარეზებს – წერილის დიდი ნაწილი სწორედ ქართველებს მიეძღვნა.

11-12 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას დინამო თბილისიც მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან, 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი კი სწორედ დინამო თბილისია.

A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად დორტმუნდის ბორუსია, ლევერკუზენის ბაიერი და შალკე 04 იასპარეზებენ.

B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან – ჰერტასთან, იუნიონთან და ტენის ბორუსიასთან ერთად ბრემენის ვერდერი იასპარეზებს.

დინამო თბილისის ლეგენდათა შემადგენლობა კი ასეთია:

▪გიორგი ლომაია

▪ნუკრი რევიშვილი

▪ლაშა სალუქვაძე

▪კახა კალაძე

▪ალექსანდრე ამისულაშვილი

▪ოთარ მარცვალაძე

▪ლევან ცქიტიშვილი

▪დავით სირაძე

▪ალექსანდრე იაშვილი

▪გიორგი დემეტრაძე

▪ზურაბ ხიზანიშვილი

▪დავით კვირკველია“.

ლევან კობიაშვილი „ჰერტას“ ვეტერან ფეხბურთელთა გუნდში იასპარეზებს. წელს ტურნირზე „დინამო თბილისი“ ერთადერთი უცხური კლუბია, კიდევ შვიდი კლუბი კი გერმანიას წარმოადგენს. ტურნირზე „დინამო თბილისი“ დღეს პირველ შეხვედრას თბილისის დროით 20:45-ზე გამართავს. თბილისელების მეტოქე „ბაიერ ლევერკუზენი“ იქნება, მეორე მატჩი კი მოგვიანებით დორტმუნდთან შედგება. ა ჯუფის მესამე შეხვედრას ჩვენი ფეხბურთელები ხვალ „შალკეს“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

კომენტარები