ბექა დავითულიანი: ვანო მერაბიშვილს თანაგუნდელები ეძახდნენ ხერხემალს, ორგანიზმი კი ხერხემლისგან ვერ თავისუფლდება, ან როცა თავისუფლდება კვდება

ვანო მერაბიშვილის დისტანცირებას, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, ყველა მისი ყოფილი პარტნიორი ცდილობდა. ჩვენ კარგად გვახსოვს, 2012 წლამდე ვანო მერაბიშვილს ეძახდნენ ხერხემალს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრმა ბექა დავითულიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

„საერთოდ ორგანიზმი ხერხემლისგან ვერ თავისუფლდება ან როცა თავისუფლდება კვდება. ეს მათი ხერხემალი ჯერჯერობით ვერ გამიჯნეს და ეს მიზნად არც ჰქონიათ რეალურად. ვანო მერაბიშვილი, დღეს არსებული ინფორმაციით, ხელმძღვანელობს კულუარულ ე.წ. რევოლუციურ შტაბს, რომელიც, ჩვენს ხელთ არებული ინფორმაციით, გეგმავს პროვოკაციებს, ძალადობის ფაქტებს. აქცენტირებულია რამდენიმე უბანი და შემდეგ იგეგემება მთელი ქვეყნის მასშტაბით ამის ორკესტრირება. ყოველ არჩევნებზე გეგმავენ და არც ერთხელ გამოუვიდათ. არც ახლა გამოუვათ. სახელმწიფო იდგება იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეზეც უდნა იდგეს. ყველა კანონდარღვევას გაეცემა სათანადო პასუხი. არჩევნები ჩაივლის აუცილებლად სამართლიან გარემოში. მოქალაქეების ხმის დაცულობა იქნება უზრუნველყოფილი. ვინმე თუ გავა კანონის ჩარჩოდან, აგებს პაუხს და სანამ არ გასულა, აკეთონ რაც უნდათ, რა სახელიც უნდათ დაარქვან თავიანთ შტაბებს“, – განაცხადა  დავითულიანმა.

კომენტარები