ბექა დავითულიანი: ოქმებზე, რომლებსაც ოპოზიცია გაყალბების დასტურად იყენებს, საარჩევნო კომისიის ყველა ოპოზიციონერ წევრს ხელი აქვს მოწერილი
იმ ოქმებზე, რომელსაც ოპოზიცია გაყალბების დასტურად იყენებს, საარჩევნო კომისიის ყველა ოპოზიციონერ წევრს ხელი აქვს მოწერილი’’,-განაცხადა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა დავითულიანმა.
მისი განმარტებით, კომისიის ოპოზიციონერი წარმომადგენლები კომისიას ტოვებენ იმ ოქმების გამო, რომელშიც 31 ოქტომბერს დარღვევა არ იყო და ხელი მოაწერეს, დღეს კი ამბობენ, რომ ეს ოქმები ყალბია.
დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი არა დარღვევების გამოვლენა, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა.
„10 ათასამდე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ხელი აქვს მოწერილი ამ ოქმების სისწორეზე, რომელსაც მედიაში და სოციალურ ქსელში აფრიალებენ. ახლა თავიანთ თავს უცხადებენ პროტესტს და ამბობენ, – გავდივართო. თუ რამე ყალბდებოდა, ხელს რატომ აწერდნენ?!“, – აღნიშნა დავითულიანმა.