ბინაში 8 წლის წინ გარდაცვლილი მამაკაცი და მისი ძაღლი აღმოაჩინეს

გერმანიის ქალაქ ზენდენში მეხანძრეებმა მკვდარი მამაკაცის ჩონჩხი აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ის თავის ბინაში 8 წელი იწვა. მამაკაცის ჩონჩხთან, მისი ძაღლის ნარჩენები შენიშნეს. როგორც გაირკვა, ძაღლი პატრონის სიკვდილის შემდეგ შიმშილისგან გარდაიცვალა.

მეზობლებმა მამაკაცი ბოლოს 2011 წელს ნახეს. მათი თქმით, ისინი მრავალჯერ უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ინსტანციებს საშინელი სუნის გამო. პოლიცია  შემოწმების ჩატარებაზე უარს აცხადებდა.

წყარო: „merkur.de“.

კომენტარები