ბიძინა ივანიშვილი: „მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, ისე პრემიერ-მინისტრის რანგში“

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.

„მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან საკუთარი სურვილით, მადლობით გავუშვით.

პრემიერის თანამდებობიდან წასვლა მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო მმართველ პარტიაში, არამედ საქართველოში.

კვირას ჩვენ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც უკვე შევათანხმეთ ეს საკითხი, მადლობა გადაუხადა მთელმა გუნდმა და დღეს მეც შემიძლია გავიმეორო, რომ მადლობით გავუშვით თანამდებობიდან საკუთარი სურვილით მამუკა ბახტაძე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში. კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდათან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი და დანარჩენზე პროცესები ჩართო და დაიწყო. ჩათვალა, რომ მან თავისი სიტყვა თქვა, გზა დაუთმო ახალს და განვითარებას მისცა ადგილი. მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, ისე პრემიერ-მინისტრის რანგში და ასე კულტურული წასვლისთვისაც თანამდებობიდან“.

 

კომენტარები