ბიძინა ივანიშვილი 64 წლის გახდა
18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილი 64 წლის გახდა.
ბიძინა ივანიშვილი დაიბადა 1956 წლის 18 თებერვალს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში. 1973 წელს დაამთავრა საჩხერის რაიონის სოფელ საირხის საშუალო სკოლა და სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტზე განაგრძო. სწავლის პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში დამლაგებლად და მუშად;
1980 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამავე წელს კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში უფროს ინჟინრად, მოგვიანებით კი სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელად დაინიშნა;
1982 – 1986 წლებში სწავლობდა ასპირატურაში შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია;
1988 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა კოოპერატივი “აგროპროგრესი”, რომელიც მოგვიანებით სამეწარმეო კომპანიად გადაიქცა;
1990 წელს დააარსა ბანკი „როსიისკი კრედიტი”;
1991 წელს გახდა ბანკ “როსიისკი კრედიტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მისი პრეზიდენტი. არის ფინანსურ-სამეწარმეო ჯგუფ „უნიკორის” დამფუძნებელი და მეპატრონე;
1996 წელს დააფუძნა “ქართუ ბანკი”;
2011 წელს დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება”;
2012 წელს დააფუძნა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
2012 – 2013 წლის 17 ნოემბერი საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამჟამად არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე
ჰყავს მეუღლე, ოთხი შვილი და ერთი შვილიშვილი.
2011 წლის 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, – საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა.
2012 წლის 21 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია ჩამოაყალიბა თავის ძირითად პოლიტიკურ პარტნიორებთან: “ეროვნული ფორუმი”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია” და “თავისუფალი დემოკრატები”. საბოლოოდ, ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.
2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა. 85 მანდატი მიიღო 150-დან . 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი, ივანიშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და როგორც თვითონ თქვა – პოლიტიკიდან წავიდა.
2014 წელს ივანიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა “2030” ჩამოაყალიბა, 2014 კი არასამთავრო ორგანიზია “მოქალაქე”დააფუძნა.
პოლიტიკური პაუზის შემდეგ, ივანიშვილი 2018 წელს დაბრუნდა პოლიტიკაში როგორც პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.