ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინა ხვედელიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერეს [ფოტოები]

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე უნივერსიტეტის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოს გაეცნენ.

უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად ემზადება. მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე პირველ ნაკადს უნივერსიტეტი 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაარსებლად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

ფოტომასალას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები