ბრაზილიაში „მარაკანას“ ჰოსპიტალად გადააკეთებენ

რიო-დე-ჟანეიროში სპორტულ კომპლექსს, რომელშიც შედის ცნობილი სტადიონი „მარაკანა“, დროებით ჰოსპიტყალად გადააკეთებენ კორონავირუსით დაავადებულთათვის.
როგორც Reuters იუწყება, ქალაქის ხელისუფლებამ ჯერ-ჯერობით ვერ გადაწყვიტა, რამდენი საავადმყოფო საწოლი განთავსდება „მარაკანაზე“. ასევე უცნობია, ჰოსპიტალს პირდაპირ საფეხბურთო მოედანზე გააკეთებენ თუ კომპლექსის სხვა ნაგებობებში.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 3477 ადამიანი, გარდაიცვალა – 93.

წყარო: reuters.com

კომენტარები