ბრიტანეთში სურთ, ძაღლებით აღმოაჩინონ COVID-19

დიდ ბრიტანეთში სურთ, გაწვრთნან ძაღლები და მათ ასწავლონ კორონავირუსის ინფექციის აღმოჩენა სუნით, იუწყება AsiaOne.
ამჟამად ძაღლებს შეუძლიათ, ადამიანებს აღმოუჩინონ სიმსივნე, პარკინსონის დაავადება, მალარია და სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციები, იუწყება iz.ru

ლონდონის ტროპიკული მედიცინისა და ჰიგიენის სკოლს, დრემის უნივერსიტეტის და ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია Medical Detection Dogs-ის ერთობლივი კვლევები მოწოდებულია, გაარკვიონ შეიძლება თუ არა ძაღლების ყნოსვის უნარი გამოიყენონს COVID-19-ის გამოსავლენად ადამიანებში.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ექვსი კვირის განმავლობაში ძაღლებს შეიძლება ასწავლონ COVID-19-ის აღმოჩენა ადამიანებში. ამის შემდეგ შეიძლება ისინი გამოიყენონ აეროპორტებში ჩამოსული მგზავრების შემოწმების მიზნით. ამასთან, ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ძაღლები შეძლებენ დაავადება აღმოუჩინონ იმ ადამიანებსაც კი, ვისაც სიმპტომები მნიშვნელოვანი ხარისხით ჯერ კიდევ არ გამოვლენია.
„პრინციპში, დარწმუნებული ვართ, რომ ძაღლები შეძლებენ COVID-19-ის გამოვლენას. ამჟამად ვცდილობთ, მივაკვლიოთ საშუალებას, რომელიც შეგვაძლებინებს, უსაფრთხოდ მივაგნოთ ვირუსის სუნს პაციენტებში, რათა დავგეშოთ ამ სუნზე ძაღლები. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ძაღლებმა შეძლონ შეამოწმონ ყველა, მათ შორის ისინიც, ვისაც სიმპტომები არ აქვს გამოხატული და მიაკვლიონ ადამიანებს, რომელთაც უნდა გაუკეთდეს ტესტი“, – ამბობს საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებელი კლერ გესტი.

წყარო: iz.ru

კომენტარები