“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! შალვა ახალციხელსაც ამისი სჯეროდა და სამშობლოსთვის მუდამ თავდაუზოგავად იბრძოდა.”-ვანო მერაბიშვილი:

ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს-

“ჩემო ახალციხელებო!

გილოცავთ შალვა ახალციხელობას!
დღეს ახალციხის დღეა, ქალაქის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვეკუთვნის და ვალდებულნი ვართ მისი უკეთესი მომავლისთვის ვიზრუნოთ.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! შალვა ახალციხელსაც ამისი სჯეროდა და სამშობლოსთვის მუდამ თავდაუზოგავად იბრძოდა.

ჩვენი სამშობლო და ახალციხე ჩვენს მხარდაჭერას, აქტიურობას და პრინციპულობას დღესაც ითხოვს, რათა ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობას უკეთესი ქალაქი და ქვეყანა ჰქონდეთ.

სამხრეთ საქართველო ყოველთვის იდგა მოწინავეთა რიგებში და მჯერა, მესხეთი თავის სიტყვას ქვეყნის წინსვლაში ყოველთვის იტყვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!”-წერს მერაბიშვილი

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები