“გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტიას, თხოვნით მოგმართავთ”-ირაკლი ფოცხვერაშვილი:

სოციალური ქსრლის მომხმარებელი ირაკლი ფოცვერაშვილი პოსტს აქვეყნებს და წერს-

“გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტიას, თხოვნით მოგმართავთ:
დაპოსტეთ ან რაიმე ფორმით მოგვაწოდეთ თქვენეული ხედვა, ამ ბოლო დღეებში ოლქების შესახებ, უთანხმოების გარშემო.
მე პირადად ვერ გავიგე რაში გაქვთ გაუგებრობა.
გასაგებად მინდა მოვისმინო ან წავიკითხო , რას ფიქრობთ და რაში არ ეთანხმებით ერთმანეთს, ჭორები და სადღაც კომენტარების წაკითხვით ვერ ვხვდები რაშია საქმე.

გადმოვალ ყველა პარტიის ფეიჯზე და ისე გავერკვევი, სიუჟეტებში მიცემული კომენტარებითაც ვერ აღვიქვი სურათი, ამიტომ მოგიწოდებთ დადოთ ახსნა-განმარტება , დათვლა , ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია.

ასევე თხოვნა ოპოზიციურ პარტიათა მხარდამჭერებს: ნუ დავაბულინგებთ, ნუ გადმოვანთხევთ შხამს ერთმანეთზე, პარტიის ლიდერებზე, დროა გავიზარდოთ.
საქართველო უპირველესს ყოვლისა !
ეს არ დაგავიწყდეთ.”-წერს ფოცხვერაშვილი

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები