„გავიზარდე სოფელ პატარა ფოთში. დედა მასწავლებელი მყავს. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ ვიცოდი, რა იყო ბურთით თამაში“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, პროფესორმა ლევან რატიანმა  okmagazine-თან ბავშვობაზე ისაუბრა.

ამონარიდი ინტერვიუდან:

„გავიზარდე სოფელ პატარა ფოთში. დედა მასწავლებელი მყავს. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ ვიცოდი, რა იყო ბურთით თამაში, ბავშვობა გავატარე წიგნებთან და მასწავლებლებთან ერთად. მქონდა არასტანდარტული ცხოვრება, ვურთიერთობდი მხოლოდ და მხოლოდ იმ საგნებთან, რომლებიც განათლებას უკავშირდებოდა. მენატრებოდა დამალობანას და წრეში ბურთის თამაში, თუმცა მიუხედავად ამისა, არანაირად არ ვნანობ არცერთ განვლილ წუთს, რადგან სწორედ ასეთმა მიდგომამ განაპირობა ჩემი მომავალი. დედაჩემს ყოველთვის განსაკუთრებულად უნდოდა, ვყოფილიყავი ყველაზე წარმატებული და ამის ერთადერთი საწინდარი განათლების სრულფასოვნად მიღება იყო, რასაც მთელი სიცოცხლე შეალია.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ პროფესიის არჩევას, ექიმების ოჯახში გავიზარდე… დიპლომირებული ექიმების მეოთხე თაობა ვარ და აქედან გამომდინარე, ყოველთვის ძალიან მინდოდა გავმხდარიყავი ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი. განსაკუთრებით კი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადამერჩინა. გამოცდები ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგიის უფასო სექტორზე, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი კარიერა“, – იხსენებს რატიანი.

 

კომენტარები