გაზის ტარიფი გაიაფდება?

საქართველოში, კომერციულ ნაწილში ბუნებრივი აირის  ფასებს ეტაპობრივად აკლებს აზერბაიჯანული გაზის შემომტანი „სოკარი“,  ამ ტენდენციას მიჰყვება „გაზპრომიც“.

-„2018 წლიდან მოყოლებული, ჩვენ უფრო მეტი კონკურენცია შემოვიტანეთ ბუნებრივი აირის ბაზარზე, გავხსენით გაზის კომერციული ბაზარი. კომერციული გაზი ბაზარზე რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემოდის. ამ გაძლიერებული კონკურენციის და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, „გაზპრომთან“ უკვე მოქმედი კონტრაქტი გადაიხედა, რაც ფასის დაკლებას ემსახურება“, – განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

 

კომენტარები