„გამოძიებით უნდა იყოს დადგენილი, -ადგილი ხომ არ ჰქონდა  სისხლის სამართლის“- კახა კახიშვილი გავრცელებულ ჩანაწერზე

-„თუ ჩანაწერი 2010 ან 2011 წელს არის გაკეთებული და დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო, დღეს აქვს სურვილი, ჩატარდეს გამოძიება, გაუგებარია, თავად რატომ არ ჩაატარა გამოძიება, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში? მაშინ რატომ არ დაადგინეს რეალურად, რა იყო იმ ვითარებაში? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება გამოხმაურება თუ სტატუსი, გამოძიებით უნდა იყოს დადგენილი, -ადგილი ხომ არ ჰქონდა  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა.

„ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან   ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

კომენტარები