„განაჩენი სრულიად ობიექტურია. ეს იყო დანაშაულის, დამნაშავე პირებისა და მომხდარ ფაქტთან ზუსტი, იდენტური“

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ ხუთივე დაკავებული დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წელი მიესაჯათ. არასრულწლოვნების ზ.ხ-სა და ა. ქ. განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა:

-„განაჩენი სრულიად ობიექტურია. ეს იყო დანაშაულის, დამნაშავე პირებისა და მომხდარ ფაქტთან ზუსტი, იდენტური ასახვა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახა ძალიან სწორ სასჯელში.

მეორე საკითხია ის, რომ ყველა ვუყურებდით 9-თვიან სპექტაკლს, რომელსაც ბრალდებულები და მათი ოჯახების წევრები ატარებდნენ. არ ვიცი,  მათი ოჯახების წევრებმა სიმართლე რამდენად იციან, მაგრამ 9-თვიანი შოუ დასრულდა. მათ საზოგადოებრივი აზრის ფორმულირება ისე უნდოდათ, – თითქოს, ისინი იყვნენ უდანაშაულოები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, – არც ერთი პირი ტყუილად არ ყოფილა მიცემული პასუხისგებაში. ამას მიხვდება ყველა, ვისაც სისხლის სამართალი ანბანურ, პირველკურსელის დონეზე მაინც ესმის. მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი, -ეს განაჩენი რომ დამდგარიყო.

ამ 9 თვის განმავლობაში,ვნახეთ პოლიტიკურად მოტივირებული ტელევიზიების სამარცხვინო „გამოძიებები“. მათ, მეტნაკლებად, შეძლეს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი რაღაცებში დაერწმუნებინათ.

ვერ შეძლეს საკითხის პოლიტიზირება, რადგანაც ოჯახმა კატეგორიული პოზიცია დაიჭირა, შემდეგ იყო ის, რომ მირიან ნიკოლაძე ვიღაცის პოლიტიკური ინტერესებით იყო დაკავებული, ესეც ვერ მოხდა – საბოლოო ჯამში, ამ საქმიდან დარჩა მთლიანი, სამართლებრივი სხეული, ამან მიიღო სამართლებრივი შეფასება მოსამართლის განაჩენით. ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური.

სტრასბურგში რას ასაჩივრებ უნდა იცოდე, და ზოგადი წარმოდგენა არ უნდა გქონდეს,-ასეთ საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებ. სტრასბურგი მტყუან-მართალს არ იხილავს, ის განიხილავს ადამიანის უფლებათა კონვენციით განსაზღვრული უფლებების დარღვევას. სამართლებრივად, ასეთ საქმეებს, სტრასბურგი საერთოდ არ იღებს წარმოებაში. სრული ზღაპარი და ბლეფია იმაზე საუბარი, – მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგი არ არის ჩვენი სასამართლოს მეოთხე ინსტანცია. ეს ჩემი ციტატა არაა,- ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც ასეა მითითებული“, –  განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ ხუთივე დაკავებული დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წელი მიესაჯათ. არასრულწლოვნების ზ.ხ-სა და ა. ქ. განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.

კომენტარები