განა ჩვენ ასე ვიქცევით? განა ვიჯერებთ, რომ ადამიანს, რომელიც ცუდად მოგვექცა, უფლება აქვს გვითხრას… – XX საუკუნის მამა, მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი:

„საოცარია ამბავიქრისტეს შეხვედრა პეტრე მოციქულთან მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი დაფრთხა, შიშმა შეიპყრო და სამჯერ უარყო მაცხოვარი. ქრისტე არ ეკითხება მას, ნანობს თუ არა, რაც ჩაიდინა, არამედ ეუბნება:

გიყვარვარ?

პეტრე მთელი გულით პასუხობს:

დიახ, უფალო, მიყვარხარ!

მაცხოვარი სამჯერ უსვამს მას ამ შეკითხვას. უცებ პეტრე ხვდება, რომ ფაქტების სიცხადე მის წინააღმდეგაა მიმართული. იგი ამბობს:

უფალო, შენ უწყი, რომ მიყვარხარ!

ქრისტემ კვლავ მოწაფეთა შორის მიუჩინა მას ადგილი.

განა ჩვენ ასე ვიქცევით? განა ვიჯერებთ, რომ ადამიანს, რომელიც ცუდად მოგვექცა, უფლება აქვს გვითხრას:

დიახ, მიყვარხარ! მე არც მამაცობა მეყო, არც სულიერი ძალა და სიღრმე, მაგრამ მაინც მიყვარხარ!

ასე რომ ვეპყრობოდეთ ერთმანეთს, ადამიანთა შორის ყველაფერი შესაძლებელი გახდებოდა, ნებისმიერი გარდაქმნა, და კაცობრიობისთვის ახალი ცხოვრება დაიწყებოდა!

კომენტარები