„გარდენიას“ ლუქი ახსნეს? ჯარიმაც დაუბრუნონ ახლა! ერის მოღალატედ რომ გამოაცხადეს“-ნატო დუმბაძე

პროდიუსერი ნატო დუმბაძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის სადილის ფოტოების გავრცელებას ეხმიანება:

-„ზურა შევარდნაძის „გარდენია“ რომ დალუქეს, მასაც პირადი სტუმრები ჰყავდა ღია სივრცეში… ისე, „გარდენიას“ ლუქი ახსნეს? ჯარიმაც დაუბრუნონ ახლა! ერის მოღალატედ რომ გამოაცხადეს, იქ მეტი კი არაფერი ხდებოდა, ნუ კრამიტს თუ არ ჩავთვლით, იმ კაცსაც მეგობრები ჰყავდა  სტუმრად ღია სივრცეში, სხვა კი არაფერი! 

როგორ თქვა, მომეწიეთო ხო? ჰოდა, კი მიეწია, „ტუტ კაკ ტუტ“.

კომენტარები