„გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით – ახლო მომავალში ვაქცინების საკმაოდ ფართო არჩევანი “ – ეკატერინე ტიკარაძე

-„გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით. ასევე გვაქვს ხელშეკრულება  გაფორმებული  ინდური წარმოების AstraZeneca-სთან დაკავშირებით,  ველოდებით მათგან მოწოდების თარიღის დადგენას. გვაქვს ინფორმაცია, – აპრილის პირველ ნახევარში გვექნება წვდომა ჩინურ ვაქცინაზე. მნიშვნელოვანია, –Pfizer-თან მიმართებაში მოგვეცა საშუალება, – COVAX-პლატფორმის მიღმა, მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკება ვაწარმოოთ, ვთვლი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც Moderna-სთან, ასევე Johnson&Jonson-თან და ალბათ ახლო მომავალში, მეორე-მესამე კვარტალში, გვექნება ვაქცინების საკმაოდ ფართო არჩევანი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა,  ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

ვაქცინაცია  თბილისის გარდა ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში იწყება.

საქართველოში 15 მარტიდან  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება. ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმაც გაიკეთეს აცრა.

კომენტარები