გიგა ბოკერია: „გიორგი გახარიას განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით, იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის განცხადება“

-„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით, იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის განცხადება.

საზოგადოებამ მოისმინა გიორგი გახარიას განცხადება ვირუსთან დაკავშირებული გამოწვევების საფრთხეების გარშემო ვითარებაზე, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ჩვენს ეკონომიკას, ჯანმრთელობას. როგორი უკლასო და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი უნდა იყო. როცა პრემიერ-მინისტრი ხარ, ასეთ სერიოზულ საკითხზე გამოსვლისას იმის მაგივრად, რეალურ გეგმებზე ლაპარაკობდე, რა ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა ასეთ დროს, გახსენდება და პრიორიტეტს ანიჭებ უმრავლესობაზე თავდასხმას, რომელიც არის კრიტიკული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ. ეს არის მაგალითი, როგორი არ შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობა აბარია, როგორ არ შეიძლება ამ გარემოცვის და ივანიშვილის იმედზე იყოს ქვეყანა ნებისმიერი გამოწვევის დროს. ამ ხალხისგან განსხვავებით, „ევროპული საქართველო“ კონკრეტული ნაბიჯებს სთავაზობს ხელისუფლებას და საზოგადოებას, რისი გადადგმაა შესაძლებელი გამოწვევების დროს, როცა ასე დაარტყა ამ ყველაფერმა საქართველოს ეკონომიკას და მოქალაქეების შემოსავლებს“, – განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. 

-„კორონავირუსთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

 პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება.  ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ ეკონომიკასა  და ჩვენს მოქალაქეებზე ამ გამოწვევის ზეგავლენის მინიმიზაცია“, – განაცხდა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

 

კომენტარები