გიგა ბოკერია: „ეს უნდა შეეხოს ყველას.მათ შორის, პირველ რიგში, ყველაზე დიდ რელიგიურ კონფესიას, რაც არის მართლმადიდებლური ეკლესია“

-„მორწმუნე ადამიანებს, ან მათ ნაწილს უფლება აქვთ, არ სჯეროდეთ მეცნიერების, ან მიიჩნევდნენ, რომ მათი მნიშვნელოვანი რელიგიური რიტუალის დროს მეცნიერება არ მუშაობს, როგორც ახლა გვესმის. თურმე, კოვზით ზიარებისას დაავადება არ გადავა ადამიანებზე, რაც ჩემთვის არის აბსურდი, მაგრამ მათ აქვთ უფლება, რომ ამის სჯეროდეთ. თუმცა, ეს უფლება სამოქალაქო სეკულარულ სახელმწიფოში მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვების უსაფრთხოება.

მთავრობა ვალდებულია,  თუ სავალდებულო შეზღუდვებს დააწესებს, შეკრებებზე ან იმ ტიპის ქმედებებზე, რომელიც ძალიან ზრდის გავრცელების რისკებს, ეს შეეხოს ყველას და მათ შორის, პირველ რიგში, ყველაზე დიდ რელიგიურ კონფესიას, რაც არის მართლმადიდებლური ეკლესია. სრულიად გაუგებარი იქნება, თუ ასე არ მოხდება. როცა გაქვს დიდი გავლენა, ამას მოჰყვება პასუხისმგებლობა. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უპასუხისმგებლოა განცხადებები იმაზე, რომ – ვცდით კოვზით, თუ სხვანაირად რაღაცების გაკეთებას, თუ დადასტურდა, რომ ვრცელდება დაავადება, მერე გადავიფიქრებთ.

არსებობს საღი აზრი მეცნიერული, რომ ასეთი გზით გავრცელების რისკი იზრდება უაღრესად. ეს იდეების გავრცელების შეზღუდვა კი არ არის, ეს არის დაავადებების გავრცელების რისკების შემცირება და აქედან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს ყველა“, – განაცხადა პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

 

 

კომენტარები