გიგლა ბარამიძე სააკაშვილს: „ამდენ ბაქიბუქს. მოადექი საქართველოს, თუ თავი გაქვს ჩამოდი“

-„მიხეილ ბატონო, ამდენ ბაქიბუქს, მოადექი საქართველოს და ჩამოდი ერთი თუ თავი გაქვს, ვინც მხარს გიჭერს, მასთან ერთად იბრძოლე

მაგრამ არა, როდესაც ტკბილი ცხოვრებისთვის, უცხოეთში ყოფნისთვის მზად ხარ, შენი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა, რა კომენტარი გავაკეთო დანარჩენზე“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  სოციალურ ქსელში დაწერა:

„ივანიშვილმა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში დააბრუნა. ამერიკის კონგრესმა საქართველოს სანქციები დაუწესა.

ჩემი  ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და ვიქნები წინა ხაზზე. გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე. ეს უკანონობა, ეს არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს“.

კომენტარები