გიორგი გახარია: „ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ყველას უნდა გვესმოდეს, ნებისმიერი მთავრობის პირველი ამოცანა შემდგომი წლების განმავლობაში იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა“

საქართველოს პარლამენტში მთავრობის მეთაურს, გიორგი გახარიას უსმენენ. პრემიერის მოსმენით დღეს, პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდება. რეგლამენტის შესაბამისად, თვის ბოლო პარასკევს, სესია იხურება.

საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მომავალ კვირაში, პარლამენტი რიგგარეშე სესიების ფორმატში იმუშავებს.

საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უნდა განიხილონ.

-„ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ყველას უნდა გვესმოდეს, ნებისმიერი მთავრობის პირველი ამოცანა შემდგომი წლების განმავლობაში იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევა გამომდინარე ჩვენი ეკონომიკის ჯერ კიდევ სისუსტიდან, რეგიონული გამოწვევებიდან და კიდევ ბევრი კომპონენტიდან.

მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომ ჩვენ უნდა ავაგოთ ნებისმიერი წარმატება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანია, პოსტკრიზისული განვითარების ეტაპზე საქართველოს ჰქონდეს დამატებითი ეკონომიკური უპირატესობები გლობალურ კონკურენციაში ჩასართავად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები