გიორგი გახარია კობახიძეზე: „კურდღლებს მარტო ოპოზიციას კი არ ვეძახდი, ესეც ზუსტად იგივე შემთხვევაა”

TV „პირველის“ ეთერში, გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, მაინც ირაკლი კობახიძემ მოგიგოთ ეს ბრძოლა?

პარტია „საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ TV „პირველის“ ეთერში განაცხადა:

-„მე საერთოდ არ შევდივარ დისკუსიაში ადამიანებთან, რომელთაც თავიანთი პოზიციის დაფიქსირება უჭირთ. ზოგიერთებმა ჯერ უფლება უნდა მოიპოვონ, თავიანთი აზრი გამოთქვან და სხვების აზრის გამხმოვანებლები არ იყვნენ. ეს ერთი და მეორე, მე ობიექტურად კურდღლებს მარტო ოპოზიციას კი არ ვეძახდი. სხვებსაც ვეძახი ხოლმე, ესეც ზუსტად იგივე შემთხვევაა”.

კითხვაზე, ანუ კურღელია კობახიძე და პარტიაშიც უთქვამს ეს?

გიორგი გახარიამ განაცხადა:

-„ბევრი რამე მითქვამს. გადავფურცლოთ…“

კომენტარები