გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელს ერიკ ჰოგის შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განვითარებული მოვლენებს. ასევე ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ადგილობრივი მცხოვრებლების დაკავებას.

პრემიერმა ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას. მან განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაში EUMM-ის საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გიორგი გახარიამ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები