გიორგი გახარია: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ“

მთავარობის სხდომა მედიის გარეშე გაიმართა.

-„თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ხანდაზმულებს, რამეთუ ისინი მაღალი რისკის ზონაში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით ბოლო თვეების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,  ჩვენს ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადაპრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებადა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან ეს ქვეყანაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

-„კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 8 პაციენტის წყარო უცნობია. 57 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: 5 ინფიცირების წყარო არის „დონა“, 14 პაციენტის წყარო გახლავთ ქალაქი ბათუმი, 18 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 პაციენტის წყარო აჭარაში მოგზაურობის ისტორიაა, სამი შემოტანილი შემთხვევაა,  მათგან ორი სატვირთოს მძღოლია, 5 სამედიცინო პერსონალია, 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და ინფიცირების წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები