გორის რამდენიმე სოფელი ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დააზარალა

ძლიერი ქარი და წვიმა იყო გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. ძლიერმა ქარმა სოფელ საქაშეთში ხეები წააქცია, საცხოვრებელ სახლებს ახადა სახურავი. დაზიანებულია 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი, მათ შორის, სოფლის საბავშვო ბაღიც. ძლიერ წვიმას სეტყვა მოჰყვა სოფელ ყელქცეულში.

ზარალის ოდენობას მერიის წარმომადგენლები დაითვლიან. საქაშეთში სიტუაციის გასაცნობად გორის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფება.

კომენტარები