გორში, ექიმმა, სანადირო თოფით ძაღლი მოკლა

გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ექიმმა სანადირო თოფით ძაღლი მოკლა. მას ფიზიკურად მეზობლები გაუსწორდნენ. მამაკაცი პოლიციამ დააკავა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მძინარე ძაღლს მიბჯენით ესროლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

კომენტარები