დაესაჯათ დამნაშავეები და არც მათი წისქვილი იარსებებდა და ვერც ვერავინ დაასხამდა წყალს

ერთი ძალიან საინტერესო კითხვა მაქვს მოკლე, რომელსაც არცთუ ისე მოკლე პასუხი აქვს და კითხვაშიც და პასუხშიც დევს ქართული ოცნების მთელი პოლიტიკა და ნაცმოძრაობის მიმართ მათი 8 – წლიანი დამოკიდებულება.

რატომ არ არის მოლაშვილის მწამებელი გიგა ბოკერია დასჯილი, როდესაც ვიდეო ჩანაწერი არსებობს სადაც პირდაპირ ამბობს გარდაცვლილი, რომ მის წამებაში უშუალოდ გიგა ბოკერია ოღებდა მონაწილეობას.

( ასევე არ არის დასჯილი სხვა რეჟიმის იდეოლოგები და შემსრულებლები, რომელთა ნაწილს კობახიძის ოცნებამ ხელი დააფარა, მეორე ნაწილი კი პარტიაში მიიღო )

ეს კითვაც და პასუხიც ზუსტად ასახავს ქართული ოცნების მიდგომას და დამოკიდებულებას ნაცმოძრაობის რეჟიმის იდეოლოგების მიმართ.

თქვენ ამბობთ, რომ თურმე ხომ უნდა ნაცები, რომ ტაშს გიკრავენ ამას მოხერხებაო.

ეხლა მე გეკითხებით, როდესაც ქართველი ხალხის სრული ლეგიტიმაცია გაქვს ხელისუფლებას, როგორ უნდა მოახერხო და დაუსჯელი დატოვო დამნაშავეები და მართლა, ხომ უნდა მოხერხება იმას, რომ მწამებლები და ქვეყნის გამყიდველები ეხლა იმაში რასაც თვითონ აკეთებდნენ აქეთ დასდონ ქართულ ოცნებას ბრალი.

ბოლოს კი გეტყვით, რომ პარლამენტში არ შესვლა კი არა ნაცების დაუსჯელად დატოვება და მათი პარტიაში იმპორტია სწორედ სააკაშვილის წისქვილზე წყლის დასხმა.

ირმას კობახიძის ვალი კი არ აქვს ყველაფერი გაუპრავოს მხოლოდ ომიტომ, რომ თურმე ამით ნაცების წისქვილზე დაასხამს წყალს.

დაესაჯათ დამნაშავეები და არც მათი წისქვილი იარსებებდა და ვერც ვერავინ დაასხამდა წყალს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები