დაიღალა ხალხი ამ ყველაფრისგან და მოდი, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ

“ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის, რასაც დღეს ვუყურებ, პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი, ჩვენი ქვეყანაც და ხალხიც. მოდი, ვისაუბროთ პოზიტივზე, პოზიტიურ პროექტებზე, წინსვლაზე, განვითარებაზე. სულ საუბარია „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, დაპირისპირება, ცხვირ-პირის მტვრევა, გინება. დაიღალა ხალხი ამ ყველაფრისგან და მოდი, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ჩვენს საქმეს მივხედოთ, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ, ჩვენი პატარა თითო ქვა, აგური დავდოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უფრო განვითარებული, წინ წასული, სადაც იცხოვრებს ბედნიერი ხალხი, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, კომფორტულად იცხოვროს. გვაქვს ამ ყველაფრის შესაძლებლობა, გააჩნია ჩვენს ქვეყანას და მოდი, ჩვენს ქვეყანას მივხედოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები